ბრიტანულ პრესაში აქტიურად შუქდება პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის სავარაუდო გადადგომის შესახებ ინფორმაცია.
ბრიტანული გამოცემა The Spectator აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვის შეუძლია ბორის ჯონსონის შეცვლა?“, სადაც ავტორი, წერს:
„როცა ბორის ჯონსონის სავარაუდო წასვლაზე ვლაპარაკობთ, უნდა ავღნიშნოთ, მნიშვნელოვანია მისი თავიდან მოცილება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ვის ავირჩევთ მის შემცვლელად. ჯონსონი ქაოსის გამომწვევია – არავის ერიდება და ჯიქურ მიდის, მაგრამ მისი შემცვლელი შეიძლება უარესიც კი გამოდგეს – მაგალითად, უკვე გადამდგარი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, მისი ყოფილი კოლეგა ჯერემი ჰანტი, პარლამენტის წევრი ტომ ტუჰენდჰატი…
ყველაზე სერიოზული კანდიდატები, მის შესაცვლელად შეიძლება იყვნენ ახლანდელი თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი საჯიდ ჯავიდი. ბენ უოლესი შთამბეჭდავი ფიგურაა. დასაფასებელია მისი მოქმედება და პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტის საკითხში რუსეთის წინააღმდეგ. ძლიერი პოზიციები აქვს საჯიდ ჯავიდსაც.
კონსერვატორები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ის, ვინც ბორის ჯონსონს შეცვლის, უარესი კი არ იქნება, არამედ – ზიანის გამოსწორების უნარიც ექნება და ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, სერ კირ სტარმერსაც „ადგილს მიუჩენს“.
კომენტარები