55 წლის უგურ შაჰინსა და მის მეუღლეს, 53 წლის ეზლემ ტუერეცის „ოცნების გუნდი“ მას შემდეგ უწოდეს, რაც მათმა კომპანიამ BioNTech-მა ინოვაციური Pfizer– ის საშუალებით კორონავირუსის ვაქცინა შექმნა.
ცნობილია, რომ აშშ-ის მთავრობამ 40 მლნ დოზის ხელმისაწვდომობა უზრუნველჰყო. 10 მლნ კი ბრიტანეთს გადაეცემა.
ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა BioNTec- ში $ 41,8 მილიონის ინვესტიცია ჩადო. ალბათ, უკვე ხვდებით, რომ ეს წყვილი მალე ბილიონერი გახდება. ამჟამინდელი ინფორმაციით, ისინი გერმანიის 100 ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის უკვე არიან.
მათ მთელი ცხოვრება მედიცინას მიუძღვნეს. ერთ-ერთ ინტერვიუში ტუერეციმ ჟურნალისტს ისიც კი უთხრა, რომ ქორწინების წლისთავი ლაბორატორიაში გაატარეს.
როგორც ცნობილია, ისინი თურქები არიან. მათი მშობლები გერმანიაში წლების წინ გადავიდნენ.
წყვილი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩართული, მათ ერთად შეისწავლეს იმუნური სისტემა.
ისინი იმედოვნებენ, რომ BioNTech– ის საშუალებით კიბოს იმუნოთერაპიის უფრო მეტ ინსტრუმენტს შეიმუშავებენ.
წყარო – დაიჯესტი
კომენტარები