ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი გუნდი წარადგინა და მინისტრობის ორი ახალიკანდიდატი.
მაია ცქიტიშვილს ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.
თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაანაცვლებს.
ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, თუმცა მის ბიოგრაფიაშიც უჭირს ადგილი “ქართუ ჯგუფს”. უფრო დეტალურად, მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია:
2016- 2019 წწ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;
2015 – 2016 წწ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორი;
2015 წ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;
2010 – 2015 წწ – MFA საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში; ფინანსურ მენეჯერი;
2007 – 2010 წწ. – ს.ს. „კორ – სტანდარტ ბანკი“; ბიზნესის განვითარების დირექტორი;
2007 წ. – ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; საბურთალოს ფილიალის მმართველი
2006-2007 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; ბუდაპეშტის განყოფილების მმართველი
2005-2006 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“;კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი – პირადი ბანკირი
2004-2005 წწ. – ს.ს. „ქართუ ბანკი“; პლასტიკური ბარათები მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტი; უფროსი სპეციალისტი
2001 – 2004 წწ. – საქართველოს ეროვნული ბანკი; სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი;
1999 – 2001 წწ. – შპს „ლუქსი“; ფინანსური მენეჯერი;
1998 – 1999 წწ. – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი;
2013-2014 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებული აქვს ორი პირადი მადლობა; მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო და სიგელი.
ჯუანშერ ბურჭულაძეს განათლება საქართველოს ჰუმანიტარულ – ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო – საფინანსო ფაკულტეტზე აქვს მიღებული (1998).
თავდაცვის მინისტრობის ახალ კანდიდანტს ბოლო დეკლარაცია 2020 წელს აქვს შევსებული და აქვე უნდა გითხრათ, რომ მისი მთავარი ქონება ოჯახია, ის 8 შვილის მამაა და ეს ნამდვილად მისასალმებელია.
რაც შეეხება უძრავ ქონებას – 2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, იგი ფლობს თბილისში 2007 წელს 300 000 ლარად შეძენილ ბინას – 146 კვ.მ.
მისი მეუღლის სახელზე სამი უძრავი ქონებაა – 2008 წელს თბილისში 250 000 ლარად შეძენილი სახლი 337 კვ.მ, იგივე 2008 წელს, ასევე საცხოვრებელი სახლი თბილისში, 56 კვ.მ, ნასყიდობის ფასი – 15 000ლარი და 2016 წელს, ასევე საცხოვრებელი სახლი თბილისში 200 000 ლარად შეძენილი, ამ სამივე ქონების 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლე ნინო მხეიძეა, თუმცა, 2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, იგი ამ სამი ქონების მხოლოდ 50 პროცენტიანი წილის მფლობელი გახლდათ და კიდევ ფლობდა მეოთხე სახლს, 15 კვ.მ. ფართობით, ასევე თბილისში და 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, იგი 2016 წელს 10 000 ლარად შეიძინა.
2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძის ქონებაც განსხვავდებოდა, იგი 2016 წელს გარდა 2007 წელს 300 000 ლარად შეძენილი ბინისა, ფლობდა 2 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ტაბახმელაში, 2008 წელს შეძენილს 150 000 ლარად და 36 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელ ფართს ბაკურიანში, რომელიც 2007 წელს 80 000 ლარად შეიძინა.
ეს სამი ქონება (ორი ჯუნაშერის და ერთიც მისი მეუღლის) 2020 წლის დეკლარაციაში არ არის ასახული, ისევე, როგორც არ არის მის დეკლარაციაში ასახული ამ სახლების გაყიდვის ხელშეკრულება, ან გაყიდვით მიღებული შემოსავალი. 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში, მხოლოდ ერთი ნასყიდობის ხელშეკრულებაა მითითებული – ეს გახლავთ ბინა შევჩენკოს ქუჩაზე, რომელიც მინისტრობის კანდიდატმა 2016 წელს 23 5000 ლარად გაყიდა.
2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, იგი ფლობს 2016 წელს, 25 000 ლარად შეძენილ ავტომანქანას ჰიუნდაი ტუკსონი. და ისევ არ არის მითითებული გაყიდა, თუ არა, მისი და მისი მეუღლის ყოფილი მანქანები, რომლებიც 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით 2016 წლამდე ჰყავდათ.
2020 წლის დეკლარაციის მიხედვით, მას მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 99 062 ამერიკული დოლარი.
ხელფასის სახით, 2019 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 9 თვეში აღებული აქვს 54 000 ლარი, ხოლო თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ყოფნისას 3 თვეში 22 500 ლარი.
იმედია, 2021 წელს, უკვე მინისტრის რანგში, ჯუანშერ ბურჭულაძე უფრო დეტალურად შეავსებს დეკლარაციას.
კომენტარები