ჟურნალისტი, თამო კეშელავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვინ უნდა დაჯარიმდეს მარნეულის აქციის გამო?
ყველა ის ჩინოვნიკი – პოლიციის უფროსი, განყოფილებების უფროსები, სუსის ამ რაიონის უფროსი – ყველა ვინც იყო აღმასრულებელი კარანტინის!
ასევე, ყველა ჩინოვნიკი, მერიის, საკრებულოს, გუბერნიის მაღალჩინოსნები, რომლებმაც ვერ უზრუნველჰყვეს მიეტანათ სწორი ინფორმაცია, არ ჩააგდეს ძაღლად მოსახლეობა და არ უთხრეს, რომ ვერც 22 აპრილს გაიტანენ გასაყიდად ბოსტნეულს! არ შესთავაზეს შენახვა, ან დახმარება გატანასა და გაყიდვაში!
რატო რა, თურქული ტრაილერები თუ შემოდის და კარფურს თუ აქვს ბოსტნეული, მარნეულის რატო არ უნდა გაიყიდოს? მოყვანილ, მზა ბოსტნეულს ვაფუჭებთ მარნეულში და თურქეთიდან ჩამოგვაქვს? კორონა თურქეთში როა, ისეთი სადაა მარნეულში, რატომ უნდა გავაფუჭო ჩემი მიწის და გავასაღო სხვისი?
ერთად გამოვიდა ამდენი ხალხი?
ათი კაცი რომ გამოვიდა – სად იყო პოლიცია?
რატომ დასჭირდა თვითმმართველობას ამდენი დრო ადგილზე მისასვლელად?
სუსს სძინავს?
ამ დილით გაიღვიძეს მარნეულში და სპონტანურად მოაწყვეს აქცია?
კარდაკარ ევლო მუნიციპალიტეტს ოღონდ თერმომეტრით კი არა, პრობლემების მოგვარების რეალური გზით!
როგორ დაუშვეს? და რატომ იყო მთელი დღე ჩუმად ექიმობა და პოლიტიკოსები?
არ არის საშიში თავყრილობა?
ეკლესიაში ვინც იყო აღდგომას, თვითიზოლაციაში გადავიდესო და….
რაც შეეხება პოლიტიკას – მარნეული ყოველთვის არის ხელისუფლების, საიდუმლო არ არის ეს, ყველა არჩევნებზე…. და ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ გამოიყვანდა მარნეულელს გარეთ, ადგილობრივ ხელისუფლებას რომ მისი საქმე ეკეთებინა. ხოდა, პოლიტიკისთვის არც ახლა გამოსულან მარნეულელები გარეთ, გამოვიდნენ სოციალური მდგომარეობის გამო …
ეს ჩვენ გვიტყდება შიმშილის გამო ქუჩაში გამოსვლა!”
კომენტარები