პოლიტიკოსი, ეკა ბესელია “ტვ პირველთან”, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვას: – გოგაშვილს დღეს დაუმძიმეს ბრალი, თუ არის დამნაშავე, ვინ არის მასთან ერთად დამნაშავე, შეგიძლია ჩამომითვალო? თუ არის დამნაშავე გოგაშვილი, მასთან ერთად ვინ უნდა დაჯდეს განსასჯელის სკამზე?, – ასე პასუხობს:
ძალიან მარტივია ამ კითხვისთვის პასუხის გაცემა, პასუხისმგებლობა პირველ რიგში გადადის იმ უწყების ხელმძღვანელზე, რომელსაც გოგაშვილი წარმოადგენდა, გომელაურის მოადგილე იყო, ხო? ხელმძღვანელი როგორ შეიძლება არ იყოს პასუხისმგებელი პირი? მისი მოადგილე მოქმედებდეს ისე, რომ კანონს არ იცავდეს და ხელძღვანელი არ იყოს პასუხისმგებელი? 2019 წელს უკვე გოგაშვილი ჩემ ეპიზოდზე ვამბობ, სადაც იყო უმძიმესი დანაშაული ჩადენილი, გოგაშვილი ამ დროს პარტიაშია, თუ აქ რამე ბმა არის, მაშინ პარტიააა ამაში ჩარეული. შეუძლებელია პერსონალურად ერთი ადამიანი ჩადიოდეს კონსპირაციულად ისე, რომ არავინ იცოდეს.
არ ვიცი, მის ბრალში რა წერია, თუ იქ საუბარია, რომ მოიპარა და წაიღო, რატომ ინახება უკანონო ჩანაწერი, პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას რა უნდა უსაფრთხოების სამსახურში? იურიდულად ეს არ შეიძლება, უნდა განადგურდეს, არ არის ეს მტკიცებულება. თუ ეს მან წამოიღო სამსახურიდან, ესე იგი უსაფრთხოების სამსახური აღიარებს რომ ინახავდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას?
უფრო მეტიც, 2021 წლის საუბრების უკანონო მოსმენების ათი ათასობით ფაილი, რომელიც მედიას გაუგზავნეს, ეხება 18–19–20 წლის ჩანაწერებს, ვინ აკეთებდა. ვინ აფაილებდა? გოგაშვილი ხომ აღარ იყო მერე? მეც დავადასტურე ამ ჩანაწერების ნამდვილობა. მთელი სისტემა ჩართულია მანიაკალურ უკანონო მოსმენასა და თვალთვალში. ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული. ადამიანი ფიზიკურად შეიძლება ვერ გადარჩეს, ვერ გაუძლოს.
იმ ადამიანებს მინდა მივმართო, ვინც ქართულ ოცნებაში დარჩა, კობახიძეს და ოხანაშვილებს არ ვგულისხმობ, მათ, ვინც იცის, ზუსტად იცის, რომ მათ ზუსტად ასე უთვალთვალებენ, აშანტაჟებენ და ამას ითმენენ, რად გიღირთ და არ არის იმის ფასი, რომ ამაზე თვალს ხუჭავთ და რა დევს საპირწონედ მეორე მხარეს? თუ ამას ოდესმე საკუთარ თავს, ან თქვენ შვილებს და შვილიშვილებს აუხსნით, აფერუმ თქვენ.
კომენტარები