ტვ პირველის ინფორმაციით, მოიპოვეს მასალა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს, მისივე პარტია გამიზნულად აქცევს იზოლაციაში.
მედიის მტკიცებით, ამ მასალებით დასტურდება ის, რომ ვივა მედის პალატაში დეპუტატების შესაშვებად პარტია განზრახ არ მუშაობს და სააკაშვილის იზოლაციაში მოქცევისთვის მთავარი წინაღობა ეკა ხერხეულიძეა.
მედია წერს, რომ მასალები ინ სამოქალაქო აქტივისტმა მიაწოდა, რომელიც გიორგი მუმლაძესთან ერთდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეებს ქუჩაში ატარებდა. პირი მედიასთან 17 ივლისს ენმ-ს ცენტრალურ ოფისში პეტრე ცისკარიშვილსა და გიორგი მუმლაძეს შორის ხმაურიანი შეხვედრის შესახებ ყვება და ამბობს, რომ გენერალურმა მდივანმა მუმლაძეს დეტალურად განუმარტა, რა არის მიზეზი, რის გამოც დეპუტატები არ აქტიურობენ, გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და მიხეილ სააკაშვილთან სანახავად შევიდნენ.
ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, მათ შორის გიორგი მუმლაძეს, რომელმაც დამიდასტურა, რომ მიშას იზოლაცია არის ხელოვნური. არ ითხოვს პარტიის დღევანდელი მენეჯმენტი სააკაშვილთან ვივა მედში შესვლას, იმიტომ, რომ მასთან შემდეგ შევა ეკა ხერხეულიძე, კობა ნაყოფია… პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ჩვენ რომ მოვითხოვოთ მიშასთან შეხვედრაო, მერე ეკა შევაო, კობა შევაო და მიშას ტვინს აურევენო. ანუ სინამდვილეში მიშას მიაწვდიან ინფორმაციას, რაც მართლა ხდება მის პარტიაში და როგორ ექცევიან მის მართლა უანგარო მხარდამჭერებს. ამის დამადასტურებელი მიმოწერა, მე რა თქმა უნდა მაქვს და იმედია, ის ადამიანები, ვინც მე ეს ფაქტები დამიდასტურეს და თვითონაც ძალიან შეწუხებულები არიან, ეყოფათ გამბედაობა და ამაზე საჯაროდ ისაუბრებენ”. – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ტვ პირველთან.
მედიის ცნობით, თავად გიორგი მუმლაძე ამ მიმოწერის ავტენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, თუმცა განმარტა, რომ მისთვის მიუღებელია პირადი მიმოწერის გასაჯაროება.
რაც შეეხება პეტრე ცისკარიშვილს, პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ სრქინები შექმნილი და გაყალბებულია.
“სქრინებით, პოსტებით, მოდით მე ნუ მესაუბრებით, იმიტომ რომ ნებისმიერი სქრინის შექმნა შეიძლება და ნებისმიერ ადამიანზე მერე ბინძურად მიწებება. “მიშას ტვინს აურევს ეკა ხერხეულიძეო” – ეს რა ჩემი ფრაზაა, საიდან მოიტანეთ, ეს არის აბსოლუტურად გაყალბებული აბსურდი, რომელიც არ ვიცი, ვინ შექმნა”. – ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
კომენტარები