საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტს რეგულარულად ინარჩუნებს.
ამის შესახებ მაკრონმა CBS-ის გადაცემაში “60 წუთი” ისაუბრა. მისი აზრით, პუტინისნაირი ლიდერებისთვის იზოლაცია ცუდი გზაა.
“მე ყოველთვის ვინარჩუნებ რეგულარულ დისკუსიას და პირდაპირ კონტაქტს პრეზიდენტ პუტინთან, რადგან მე მჯერა, რომ საუკეთესო გზაა რომ აღვადგინოთ ურთიერთქმედება პირდაპირი არხის შენარჩუნებით. იზოლაცია ყველაზე ცუდი რამაა, განსაკუთრებით მისნაირი ლიდერებისთვის.
ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა ჩვენგანმა და ამაში ვგულისხმობ, ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ცხადია, რომ რუსეთმა და განსაკუთრებით პუტინმა გადაწყვიტა, იარაღად გამოეყენებინა სულ მცირე, ენერგია და საკვები, რამაც შექმნა დეფიციტი, არასტაბილურობა და ინფლაცია. მე ვფიქრობ, მისი ფსონი არის ომით და სანქციებით დაღლილობა”, – თქვა ემანუელ მაკრონმა.
კომენტარები