ვინიცაზე კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტებით მიიტანეს იერიში შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან – განცხადება ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა დღევანდელ დაბომბვაზე საუბრისას გააკეთა.
იური იგნატის თქმით, დღეს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შავი ზღვის ზონიდან, წყალქვეშა ნავიდან კალიბრის საკრუიზო რაკეტებით დაარტყეს ვინიცას ცენტრს.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა ორი რაკეტა გაანადგურეს.
აგრესორმა რუსეთმა ვინიცაზე სარაკეტო იერიში დღეს მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა შორის ბავშვიცაა.
კომენტარები