სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი მომხდარ თავდასხმებს ეხმაურება:
,,- ამ მოხშირებული და აშკარად პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე ცემა-ტყეპის ფონზე ვინმე რომ შემთხვევით შემოაკვდეთ, ან პირიქით ეწ მსხვერპლს შემთხვევით იარაღი რომ აღმოაჩნდეს და თავდაცვის მიზნით გამოიყენოს – მერე რა ხდება?
– აიღებს “ოცნება” პასუხისმგებლობას და დააფარებს ხელს ამ კუნთმაგარ ბიჭებს? როგორც სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და ახალაიამ დააფარეს ხელი გირგვლიანის მკვლელებს?
– ვინც ამ ეწ ბინძურ ზაკაზებს იძლევა მინიმუმ უნდა დაფიქრდეს ფაქტობრივ შედეგზე და მერე კიდე იმაზეც უნდა დაფიქრდეს ასეთი დაკვეთების გამცემებს რა ბედი ეწევათ ხოლმე როგორც წესი…
– თუ რამე გინდათ თქვე ოჯახ აშენებულებო თქვენ თვითონ მიდით, სხვას რატომ აკეთებინებს თქვენს გასაკეთებელს?”
კომენტარები