ეკონომისტი, ირაკლი ლატარია:
“ალბათ ყველამ იცით სერიალი ,,ხალხის მსახური”, სადაც მთავარ როლს ზელენსკი ასრულებს. ასევე ისიც კარგად გახსოვთ, თუ რა თქვა სააკაშვილმა: ,,ხალხის მსახურის” სცენარისტები მიკავშირდებოდნენ და ჩემსგან იღებდნენ მაგალითებსო. და რა ხდება სერიალში?
იჭერენ უკრაინის პრემიერ მინისტრს და ადვოკატი ასწავლის ბრალდებულს, თუ რა დაავადება უნდა ითამაშოს, რომ გარეთ გავიდეს და მკურნალობა გააგრძელოს საზღვარგარეთ. ბოლო და ყველაზე ძლიერ ვერსიად ადვოკატს აქვს ,,დიარეა”, ოღონდ უბრალოდ დიარემა კი არაო, რაც შეიძლება მძაფრიო…
ვინმეს ან რამეს ხომ არ გაგონებთ აღნიშნული სცენარი?”
კომენტარები