სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი:
“ცოტა ხნით გადავდე გვერდზე საყვარელი სერიალები და სახალხო დამცველის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებს ვუზივარ.
დამიჯერეთ, ვინც არ უყურებთ, ბევრს კარგავთ, სუპერცირკი მიმდინარეობს, აქ ჩამოვწერ ჰაილაითებს:
1. ქოცების კითხვები: ეს სტატუსი რომ დაწერეთ, რატომ? ხომ არ ნანობთ? ეხლა რას ფიქრობთ? იმიტომ ხომ არ გადაიფიქრეთ, რომ კანდიდატი ხართ? ეს პარლამენტი არალეგიტიმურია? არალეგიტიმურები თუ ვართ, ჩვენ რა პონტში გვარჩევინებთ თავს? მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია? ამ პეტიციას რომ შეუერთდი, რაზე ფიქრობდი? ღარიბაშვილის გადადგომა რატომ გინდოდა? ბატონი ბიძინა ოლიგარქია? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაუსრულებლად. :))
2. “ხალხის ძალის” კითხვები კანდიდატებს: ჩვენი განცხადებები და ელჩებისადმი “ლეგიტიმური” კითხვები ჯდება თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში? და არესტოვიჩის განცხადებები არის თუ არა მუქარა? რომელი უფრო დასავლურია?
3. ცუდი გირჩის კითხვები კანდიდატებს: სხეული ვისი საკუთრებაა? სხეული უფროა ჩემი საკუთრება თუ ჩემი ტელეფონი? ჩემი ტელეფონი თუ შემიძლია დავლეწო, ჩემი აუცრელი სხეული რატომ არ შემიძლია გადავაადგილო თავისუფლად რესტორანში პანდემიის დროს? და ა.შ.
4. ნაცების კითხვები კანდიდატებს: თითქმის არ დაუსვამთ კითხვები, ან არ ესწრებიან საერთოდ ან ხმაურობენ არარელევანტურ საკითხებზე.
5. ნატო ჩხეიძის კითხვები კანდიდატებს: საკმაოდ ნორმალური ბიოგრაფია გაქვთ, წავიკითხე, მადლობა, სხვა რას შვრებით, როგორ ხართ?
კანდიდატების პასუხები (გამონაკლისებით, რა თქმა უნდა) : ჰეჰეჰე, ჰაჰაჰა, ჰიჰიჰი, ნუ ეხლა სახალხო დამცველი უნდა იყოს მკაცრად სამართლებრივი, ჰაჰაჰა, ჰიჰიჰი, ბრიფინგზე კი არ უნდა საუბრობდეს, რეგიონში უნდა დადიოდეს, ჰაჰაჰა, ჰიჰიჰი, ჰუჰუჰუ, ხელისუფლებას კი არ უნდა ებრძოდეს, უნდა ეთანამშრომლებოდეს, ჰუჰუჰუ, ჰეჰეჰე, ჰაჰაჰა, გერმანიაში იცით როგორ არის? ჰაჰაჰა, ჰიჰიჰი, ჰეჰეჰე, საფრანგეთში მაგალითად, ჰოჰოჰო, ჰაჰაჰა, ჰეჰეჰე, ამერიკული მოდელი უფრო… ანუ… იცით, ჰაჰაჰა, ჰიჰიჰი, ჰეჰეჰე… ნუ დავკომპლექსდებით პოლიტიკურად… ხანდახან ხელისუფლებაც უნდა შევაქოთ… ჰუეჰუეჰუე…”
ცაკალელები.
კომენტარები