პარალმენტარი თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს:
,,სანამ მე წინანდლიდან ჩამოვედი, სადაც ტვ იმედის და პოსტივის დეზინფორმაციით მეორე ბაკურიანის შეხვედრაში ვმონაწილეობდი სხვა კოლეგებთან ერთად ( ცნობილ ფოტოში არ ვარ, რადგან დაგვიანებით ჩავედი) საჯარო დაგმობა დაიწყო ჩემი უკვე მეორე მხარეს, რადგან ვიყავი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ქალთა ლიგის გასვლით საველე სწავლებაში ქართული ოცნების ქალ დეპუტატებთან ერთად.
ვინც ჩემი და ქართული ოცნების დეპუტატების საერთო ფოტოთი აღშფოთდა, რომელიც ისრაელის ელჩმა გადაიღო, რომელიც ასევე ესწრებოდა ამ ღონისძიებას და ფოტოზე უარს ვერ და არ ვეტყოდი მცირე განმარტებას გავაკეთებ.
– თავდაცვის სისტემაში მოხალისეობრივი ორგანიზაციების ჩართვა ქვეყნის თავდაცვაში უმნიშვნელოვანესი საქმეა და საერთაშორისო თუ ეროვნული კანონმდებლობის დონეზე მათი დაცვა, თუ სწავლებებში პარტნიორების დახმარებით წვრთნა საერთო ინტერესია.
– სულ 1 წლის წინ შექმნილი ქალთა ლიგის ამოცანაა, კრიზისული ვითარებისთვის ქალების მომზადება განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან, რომლებსაც სჭირდებათ ეს ცოდნა გადარჩენისთვის. ორგანიზაციის შექმნის შემდეგ შევხვდი მოხალისეებს, ვესაუბრე გენდერული საბჭოს თავმჯდომარეს საერთო მხარდაჭერისთვის, საბჭოს ფორმატში შევხვდით და თეორიული ცოდნა მივიღეთ მათი საქმიანობის შესახებ, რაც მომავალში პრაქტიკაში მისი გაცნობით უნდა მომხდარიყო. აქვე ვიტყვი, რომ საბჭოს მხარდაჭერა იმ ხნად ასევე შესაძლებლობა იყო ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან მათი მხარდაჭერისთვის, იქნება ეს გამოცდილების გაზიარება, თუ სხვა რამ. შემდეგ იყო რუსული კანონი და ა.შ. თუმცა რამდენაც პირობა მქონდა მიცემული ქალთა ლიგის საუკეთესო გოგოებისვის და მათი საქმე ქვეყნისთვის ნებისმიერი მთავრობის პირობებში მნიშვნელოვნად მიმაჩნია, გასულ შაბათს წოდორეთში საველე საჩვენებელ სწავლებაზე წავედი მათი მხარდაჭერის მიზნით.
-მოხალისე ორგანიზაციები თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობენ მემორანდუმის საფუძველზე, თუმცა წლებია ლეგიონის დასკვნით ღონისძიებაზე დავდივარ, რადგან მათი საქმეა მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და არა სხვა მიწვეული სტუმრები.
ასე რომ, ვისაც მართლა აინტერესებს ჩემი მოტივაცია და მიზანი, შემიძლია გითხრათ, რომ ვინმესთან ერთად დგომაზე მეტად ქვეყნის საერთო ინტერესი მიმაჩნია უპირატესად. მიუხედავად იმისა, თუ რა კონსპირაცია დაიგეგმება იქეთა თუ აქეთა მხარეს.
წარმატებები ქალთა ლიგას და ყველა მოხალისეს, რომელიც უსასყიდლოდ ემზადება ქვეყნის სამსახურისთვის. ყოველთვის ვიქნები მათთან ერთად, მიუხედავად იმისა ვინმე მე პირადად მომწონს თუ არა. ბოდიში, რო იქ მყოფ მოხალისეებს პოლიტიკა შეეხოთ, რამდენაც ქვეყნის თავდაცვა შიდა პოლიტიკის მიღმაა.
ესეც მცირე ინფორმაცია ორგანიზაციაზე:
? ქალთა ეროვნული ლიგა არის გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ქვე-განშტოება, რომლის მიზანია წინ წამოწიოს ქალების როლი ლეგიონისა და სახელმწიფოს განვითარება/უსაფრთხოების საქმეში.
?? ქელ – ის მიზნებია:
• ოჯახების ცნობიერების ამაღლება საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით
• ოჯახების მზადყოფნა კრიზისული სიტუაციებისთვის
• კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქმედო გეგმის შედგენა
• სამოქალაქო მზადყოფნა საგანგებო სიტუაციების დროს
• სპეციფიკური ცოდნის გადაცემა სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებთან მიმართებით
?? ქელ – ის ამოცანებია:
• თემატური და სპეფიციკური კრიზისების მართვის საჭირო კურსების ორგანიზება
• თეორიული და პრაქტიკული ტრენინგ-კურსების ჩატარება
• ოჯახების ინფორმირება არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.”
კომენტარები