ჩრდილოეთ კორეის სამართალდამცავმა და საზღვრის დაცვის უწყებებმა მიიღეს ოფიციალური ბრძანება ქვეყნის ხელმძღვანელობისგან, რომ დანახვისთანავე ესროლონ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩინეთიდან საზღვრის გადალახვას ეცდება. ხელისუფლების თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა კორონავირუსის გავრცელების პრევენცირებისთვის.
მოსახლეობამ აღნიშნული კანონის შესახებ მის ამოქმედებამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე გაიგო. ქალაქი ჰორიანგის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი მოკლავენ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩრდილო კორეის საზღვარს გადმოლახავს, არა აქვს მნიშვნელობა თუ რა მიზნით იქნება გამოწვეული ამა თუ იმ ადამიანის კორეაში სტუმრობა.
პოლიცია აქტიურაად აძლიერებს დაცვას ჩინეთთან არსებულ 880 მილიონიან სასაზღვრო ზოლთან, რათა ქვეყანაში არ მოხდეს კოვიდ ინფექციის გავრცელება.
კორეაში კომუნისტური პარტია აქტიურ პროპაგანდას ეწევა მოსახლეობაში იმის შესახებ, რომ თითქოს „მტრული სახელმწიფოები“ ცდილობენ კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელებას და ამით „ფხენიანის შესუსტებას“.
კომენტარები