გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“მაშინ როცა ბანკები საქართველოში მონოპოლიზირებულია და ის ორი დარჩენილი არაბიძინას ბანკი ერთმანეთთან და ბიძინას ბანკთან აშკარად ფარულ გარიგებაშია,
აუცილებელია სესხის განაკვეთის ან ზემოდან ზღვრის დაწესება, ან სისტემის ისე შეცვლა, რომ უცხოელმა კონკურენტმა ბანკმა იმოქმედოს.
დღეს სესხის ეფექტური განაკვეთია 30% და ამაზე ნუ გაგეცინებათ, ეს რას ამბობსო.
აი დღეს გამომიგზავნა ახალგაზრდა, მანქანიანმა, კარგ მანქანიანმა და სახლიაა კაცმა ბანკის შეთავაზება და მთხოვა ჩემი აზრი, რამდენი პროცენტიაო.
შეთავაზება იყო ასეთი
10.000 ლარი 8 თვით და უკან გადასახდელი იყო სულ ერთად 12.500 ლარი.
აბა მიდით და იანგარიშეთ, თუ რა გამოდის ეფექტური წლიური პროცენტი?
ვინც დღეს ითხოვს, რომ ბანკებსო არ დაუწესდეთო პროცენტის ზედა ზღვარიო, ის ბიძინას ახალი ხაზარაძეა.”
კომენტარები