ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მოკლედ, თამაშამდე არ მინდოდა დაწერა…
ახლა დავწერ.
რა უნდა ამ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ?! უპირველესად საქართველოზე ვამბობ და ასევე ჩრდ. მაკედონიაზეც. და საერთოდ, აუტსაიდერებისთვის დატოვებული ხვრელი კონტინენტის პირველობაზე შესაძრომად არის მარაზმი. უნდა იყოს 16 გუნდი.
რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, შედეგი გამოვიცანი, ანგარიში კი საერთოდ 0-2 მეგონა. საქართველოს ნაკრებს მეტი არ შეუძლია. ესაა მაქსიმუმი. თავის მოტყუება იყო იმ სუსტ ჯგუფში გამარჯვებები. ვინც იტყუებდა თავს, დღეს მიიღო პასუხი.
ამ ეტაპზე ერთადერთი ის შეგვიძლია, ხალხი გარეთ დავტოვოთ და ბლატებით კი სტადიონზე მოვხვდეთ.”
კომენტარები