მცხეთის საქალაქო სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს. “საბურთალოელების” ადვოკატები საქმეზე ბრალდებული 3 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვენ.
ერთ-ერთი დაკავებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის დედა, ეკატერინე წულუკიძე ამბობს, რომ რევაზიშვილს ბრალი მხოლოდ იმიტომ აქვს წარდგენილი, რომ მირიან ნიკოლაზე “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის დასჯას ითხოვდა. დედა ამბობს, რომ საქმეზე დაკავებული 17 პირიდან რეალური მკვლელი არცერთი არაა.
ეკატერინე წულუკიძე:
“იძულებული ვართ ოჯახი ჩავერთოთ და ვაწარმოოთ გამოძიება, რასაც არ აკეთებს თვითონ პროკურატურა. მე გეტყვით, საზოგადოება გვთხოვს თქვით, მაშინ ვინ მოკლა, მოკლა იმან, ვინც ეს საქმე თავიდან ბოლომდე გააყალბა, ვინც ხელს აფარებს ადამიანებს, ბავშვის მკვლელებს, სწორედ მან მოკლა და მას ჩემთვის დღეს ერთი სახელი და გვარი აქვს, ეს არის მირიან ნიკოლაძე!
გამოძიება არ მიმდინარეობს, არავის აინტერესებს რეალურად რა მოხდა და შქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.”
ადვოკატის თქმით, გუშინ, 23 აგვისტოს გასაჯაროებული კადრები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პროკურატურის ვერსია მცდარია და მას რევაზიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს.
მთავარი
კომენტარები