მწერალი ლაშა ბუღაძე:
რა სამწუხაროა, რომ სააკაშვილის პროტესტის ერთი შეხედვით ირაციონალური მოდელი ყველაზე რაციონალურია ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებისას – სხვა სიტყვებით, კომფორტული პროტესტის ზონიდან გასვლა უაღრესად არაკომფორტული პროტესტის ზონაში, რადგან “თან სასიამოვნო და თან სასარგებლო” პროტესტით, როგორც ჩანს, რეჟიმთან დაპირისპირება შედეგს ვერ, არ, ან ძალიან ნელა იძლევა.
ბელორუს დემონსტრანტებს ძალიან ძვირად დაუჯდათ ფეხსაცმელების გახდა ბაღის სკამებზე შედგომისას – რეჟიმმა არაფრად ჩააგდო დელიკატური პროტესტი. მართალია, ბელორუსამდე ჯერ მაინც შორს ვართ, მაგრამ მის გზაზე კი უთუოდ ვდგავართ…
ოპოზიციის ამომრჩეველმა (რომელიც ნახევარ მილიონზე მეტია, თუ უფრო მეტი არა) უნდა იცოდეს, რომ პროტესტი კომფორტს არ გულისხმობს. მით უმეტეს, რეჟიმთან, რომელიც პატივისცემით არ ეპყრობა დემოკრატიის სიმშვიდეს.
ვინც მიიჩნევს, რომ ივანიშვილის რეჟიმი პრობლემაა და ეს უნდა დასრულდეს, ისიც უნდა გააცნობიეროს, რომ მას სამსახურივით მოუწევს აქციებზე მისვლა. ეს დისკომფორტულია, მაგრამ გარდაუვალი. ეს უკვე “სამსახურია”. სხვაგვარად ნუ ეგონება, რომ რეჟიმი ქცევის მოდელს შეცვლის.
ხოლო ოპოზიციამ თავის ამომრჩეველს პასუხისმგებლობით და წინასწარ უნდა გააცნოს აქციათა თუ სხვა ღონისძიებათა გეგმა (რასაც უკვე შვრება კიდეც).
უპასუხისმგებლოები და ზარმაცები მერე ერთმანეთს ნუღარ დააბრალებენ შედეგის მიუღწევლობას.
პროტესტი პროცესია. ცხადია, დამღლელი.”
კომენტარები