,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
,,ირაკლი კობახიძემ 26 მაისს განაცხადა, რომ 2030 წელს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად უნდა ვიცხოვროთო ერთიან საქართველოშიო…
ბევრჯერ მითქვამს ვინც საქართველოს ერთიანობის მტრებს ძმებს უწოდებთ ეგეთი ძმები არ მოგიშალოთ ღმერთმა მეთქი (აქ ეროვნებას არ ვგულისხმობ, არამედ იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ სეპარატისტ, საქართველოს ერთიანობის მტრებს) მაგრამ ახლა სხვა რამეა აღსანიშნავი, როგორ უპასუხეს რუსეთში ამ განცხადებას.
ქართველ პრორუსებს რომ ჰკითხო, თუ დასავლეთთან საქართველო ხისტ პოზიციას დაიჭერდა და რუსეთთან ურთიერთობას ოდნავ დაათბობდა, რუსეთთან “ადვილად დავლაგდებოდით”. რა ნაბიჯებიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა, გინდა რუსეთ–უკრაინის ომის დროს, გინდაც ახლა კანონის გამო დასავლეთთან დაპირისპირების მიმართულებით, წესით კობახიძის განცხადებაზე რუსეთის მხრიდან პოზიტიური გზავნილები თუ არა, როგორც მინიმუმ დუმილი მაინც ხომ უნდა მოჰყოლოდა?
არანაირად, აგერ იხილეთ:
კონსტანტინ ზატულინი (რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): „არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა. ნამდვილად არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან და ამ ხარისხში არიან აღიარებულნი”.
გრიგორი კარასინი (რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი): „ვერავინ აუკრძალავთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს. მათ სურთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, ან შესაძლოა სხვა სახელმწიფოებთან – ეს მხოლოდ მსჯელობაა.”
კომენტარები