ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში სეზონურ სამუშაოებზე საქმდებოდნენ, სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
“ჩვენ გავაფართოეთ ბენეფიციართა წრე და ის დასაქმებულები, რომლებიც საქმდებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში, მათზეც ვიზრუნებთ. უკვე შევიდა დადგენილებაში ცვლილებები, რითიც ამ ადამიანებსაც მიეცემათ საშუალება, რომ მიიღონ სოციალური დახმარება“
სოციალური დახმარება და აქაური ხელფასი რომ არ ჰყოფნიდათ ოჯახებს, იმიტომ მიდიოდნენ საზღვარგართ, მინისტრო!!!
მინისტრის განცხადებას უამრავლა მოქალაქემ უწოდა სოციალურ ქსელში დაცინვა და ადამიანების მასხრად აგდება.
დღეს სარფის საზღვრის გახსნის მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა:
ამ ადამიანებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზღვარგარეთ სეზონური დახმარებით არჩენდა ოჯახს – ყველას დაუნიშნავთ სოციალურ დახმარებას, მინისტრო? ნეტა, იმათ არ უუქმებდეთ, ვისაც უნიშნავთ…
დაუნიშნეთ, აბა, ამ ადამიანებს და მერე ჰკითხეთ, ეყოთ, თუ არა, ისევ უნდათ თურქეთში მუშაობა, თუ არა…
მერე ერთი ეკონომიკის მინისტრსაც ჰკითხეთ, ამდენი “ზარმაცი და უმუშევარი” ხალხი რატომ მიდის თურქეთში რომ იმუშაოს…
ალია
კომენტარები