ექიმი, ჯაბა ზარქუა:
ძვირფასო დამოუკიდებელო და თავისუფლებისმოყვარე ქართველებო,არ წამოეგოთ თქვენი დამუნათების მცდელობებზე და გულთან არ მიიტანოთ კლავიატურის ლომების შეძახილები იმის შესახებ თითქოს ჩაფლავდით.გახსოვდეთ რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს.გახსოვდეთ რომ ვინც თქვენ უუნაროს გეძახით იმიტომ რომ ახლა რუსთაველზე კალაშნიკოვებით არ დგახართ, სავარაუდოდ ნერვულად გამოიფიტა და ამას თავის თავს არ უტყდება, მიზეზებს კი გარემოში ეძებს. რას ვიზამთ, რეჟიმთან ბრძოლა ნერვების ბრძოლაა, ბევრი გატყდება მომავალშიც.გვახსოვდეს, რომ ფიზიკური ძალა რეჟიმის მხარესაა რადგან ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან და იარაღი და ფული აქვთ. ჩვენ არ ვართ “ყველაფერზე წამსვლელები” და არც იარაღი და ფული გვაქვს.ყველაფერი არის ისე როგორც უნდა იყოს.გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!ღმერთმა დალოცოს მისი მეგობარი ამერიკა
კომენტარები