დეკანოზი, თამაზ ლომიძე:
“ასახსნელიც არაფერი უნდა იყოს, მაგრამ, ჩვენდა სამარცხვინოდ:
სულერთია მეგობრის დაბადების დღეა, მიწვევაა, კონცერტია თუ სხვა რამ დროს ტარება, ქართველმა დღეს რუსეთში არ უნდა იმღეროს. მითუმეტეს, რომ იმ სიმღერისას იქ, რუსებიც არიან, ამ ყველაფერს ხედავენ, იღებენ, ავრცელებენ და შემდეგ ხედავს ამ თქვენს აღტაცებულ “ბედნიერებას” ყველა რუსი. ისინიც ზუსტად ხედავენ, კრემლში რომ სხედან და ათას უბედურებას გეგმავენ ამ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. აბა, შეატრიალეთ ეს სიტუაცია და დაფიქრდით: მე რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი ვიყო და ვხედავდე, ჩემს მიერ დაპყრობილი ქვეყნიდან როგორ მეახლა და როგორ მღერის ჩემს წინაშე ვინმე, ჯერ ვიფიქრებდი: ნეტავ რა ემღერება ამ უნამუსოს მეთქი, შემდეგ ვიფიქრებდი, რომ ძალიანაც კარგად მოვქცეულვართ, რომ წაგვირთმევია და ალბათ ასე იყო საჭირო ამ ტუტუცი უთავმოყვარეოებისთვის მეთქი. ხაჭაპურს და ელარჯს რომ გიქებს, თან შინაგანად სწორედ ასე ეზიზღები დამპყრობელს, რომლის წინაშე ტინგიცობა არ გეთაკილება. ისე, დაფიქრდი მაინც: რა გამღერებს რუსეთში?”
კომენტარები