მომღერალი ირმა სოხაძე „ფარულ კონვერტს“ სტუმრობდა , სადაც ერთ-ერთი მძიმე ისტორია გაიხსენა. 80-იან წლებში, ირმა სოხაძე “პირველ არხზე“ მიუზიკლის, “ზღაპარქალაქის“ ჩასაწერად ემზადებოდა, როდესაც ის ამ არხზე მომუშავე სამი ცნობილი ქალბატონის ინტრიგის მსხვერპლი გახდა და მიუზიკლის გადაღება ჩაიშალა…
ირმა სოხაძე:
“ეს სამი ქალბატონი არ იყო ჩვენი რედაქციის წევრი…
ეს იყო ჩემს ცხოვრებაში მეორე დიდი ტრავმა, რომელიც შემხვედრია. ძალიან დიდი ბოროტება ჩაიდინეს, ერთი დედაჩემის მეგობარი იყო… მაგრამ რაღა აზრი აქვს მათი სახელებისა და გვარების ხსენებას. ამიგორეს, მუსიკაც და ტექსტიც ირმა სოხაძისაა, რა, ჩარლი ჩაპლინიაო?!.. დამიბარა თავმჯდომარემ. არ იქნება ამისი ჩაწერაო… წარმოუდგენელი მეხი იყო. სამი თვე ამით ვცხოვრობდი. პირველი მიუზიკლი უნდა ჩამეწერა, საბავშვო… ვიყავი 4 თვის ფეხმძიმე. სახლში მისული ცუდად გავხდი, წამიყვანეს საავადმყოფოში. ბავშვი ვერ შევინარჩუნე… სამი თვის შემდეგ, როცა გამოვედი საავადმყოფოდან და მოვიშუშე ყველანაირი ტკივილი, დამირეკა გიგა ლორთქიფანიძემ და მითხრა, რომ მიუზიკლის ჩაწერა შედგებოდა…“
კომენტარები