ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
„ვირეშმაკობას თავი დაანებეთ თქვენივე პროპაგანდისტული არხებით.
ნაკრებს ჯილდოს ახლა კი არა აძლევთ, არამედ იმ შემთხვევაში, თუ გავა ჯგუფიდან, სადაც პორტუგალიასთან, ჩეხეთსა და თურქეთთან გვიწევს დაპირისპირება.
საბერძნეთთან ისტორიული მოგების მერე მიგეცა, არ იმსახურებდნენ თუ რა ? აა, ეგრე არ გაწყობს ?
მაგ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ – ისტორიულ შედეგსაც დავდებთ და ეგ 30 მილიონიც აგეხევათ.
ჩვენ ნაკრების წარმატებისთვის ვილოცებთ, შენ ალბათ იმისთვის, რომ ვერ გავიდეთ ჯგუფიდან. იმიტომ კი არა, რომ ეგ 30 მილიონი დაგაქცევს. სხვა მიზეზია. რა არის ეს მიზეზი – ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელმაც ნაკრებს საჯაროდ არ მიულოცა, რადგან ვერ მიიწერე პარტიულად მოგება და ევროპული განცხადებები ვერ აპატიე, შენი პრემიერი სცენიდან გააგდეს გულშემატკივრებმა, ხალხი კი გაერთიანდა. ჯგუფიდან გასვლა კიდევ უფრო შეადუღაბებს ხალხს – მაგ დროს ნაცი, ქოცი და შუაშისტი არ იარსებებს და ეგ გაშინებს. მერე თავს დაესხით ნაკრების ფეხბურთელებს სწორი სამოქალაქო პოზიციის გამო, გუშინ დინამო თბილისსაც შეუტიეთ, რომელმაც რუსული კანონი გააპროტესტა. კლუბს, რომელმაც ამ ნაკრების არაერთი ფეხბურთელი აღზარდა. ახლა ამის შემოტრიალებას ცდილობ, რადგან მიხვდი, დაზარალდი, დაგჭირდა, მაგრამ ფული არ წყვეტს საქართველოს მომავალს. ნაკრებში არავინ თამაშობს ფულის გამო. შენი საზომით არ იზომება სამშობლოს სიყვარული.
უნდა გავიდეთ ჯგუფიდან. ეგ ფული ფეხბურთელებს დარჩებათ, გამარჯვება კი – მათთან ერთად ისევ ხალხს, რომელიც მორიგჯერ გაერთიანდება.
PS
ახლა მიეცი ეგ ჯილდო, ვიდრე ბევრისთვის ჯერ კიდევ ორაზროვანად ინტერპრეტირდება ეგ განცხადება. ეგრე აჯობებს. დამატებითი მოტივაციაო, წერთ. ხოდა ახლაც დამატებითი იქნება ეგ მოტივაცია. არავის აწყენს. და მერეც მიეცი, თუ ჯგუფიდან გავლენ.“
კომენტარები