ზამთრის დადგომასთან ერთად, კვლავ აქტუალურია გაციება და მასთან ბრძოლის საშუალებები. რისი თავიდან აცილებაც სახლის პირობებში შეგვიძლია ხალხური მეთოდებით.
თუკი ამჩნევთ, რომ გაციება შემოგეპარათ, შეგიძლიათ მოამზადეთ სასმელი:
1 ჭიქა წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაჭერით 1 კბილი ნიორი წვრილად, ჩაყარეთ ჭიქაში და გასრისეთ კოვზით, დაუმატეთ 1/4 ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი პიტნა. დახურეთ და ხარშეთ 3-5 წუთი.(სურვილისამებრ დაამატეთ თაფლი).
ასევე, ეფექტური საშუალებაა შავი მოცხარი. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი სახით გაქვთ ის (დაშაქრული მურაბა, გამხმარი ფოთლები, ნაყოფი). მოცხარი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და დალიეთ ჩაის სახით დღეში 3-4 ჭიქა.
კომენტარები