ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უარზეა, კორონავირუსთან საბრძოლველად ოფიციალური თბილისისგან დახმარება მიიღოს.
„რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება იმეორებს თავის მედიებში, რომ მზადაა დაგვეხმაროს. ბოდიში, მაგრამ ჩვენ სანაპიროების დაკარგვა არ შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიაა. თანაც არანაირი აფეთქება ახლა არ არის, რომ სიამაყეს გადავაბიჯოთ და თბილისს რამე ვთხოვოთ”, – განაცხადა „ბიბისისთან“ საუბრისას ე.წ. აფხაზეთში კორონავირუსთან ბრძოლის დე ფაქტო შტაბის წარმომადგენელმა, ალხას ჯიჯოლიამ.
საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ აფხაზეთში ინფიცირების მხოლოდ 3 შემთხვევაა დადასტურებული და მათ მოახერხეს ინფიცირებულთა კონტაქტების იზოლირება, რითიც ვირუსის გავრცელება ამ ეტაპზე აღმოფხვრეს.
ოკუპირებულ რეგიონში მაცხოვრებლების დასახმარებლად, გამყოფი ხაზის მიდებარედ, რუხში საავადმყოფო აშენდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაა შესაძლებელი. თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლება უარზეა ამ კლინიკით ისარგებლოს. მათი თქმით, ეთნიკურად ქართველები “როგორღაც” ახერხებენ ე.წ. საზღვარზე გადაპარვას და ისინი “ამაზე თვალს ხუჭავენ”, თუმცა თავისი ინიციატივით სამკურნალოდ ისინი არავის გაშვებას აპირებენ.
კომენტარები