აშშ-ში კათოლიკე მღვდელი კორონავირუსის გამო მორწმუნეებს აღსარების ჩაბარების ახალ მეთოდს სთავაზობს. ამის შესახებ Straitstimes-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სკოტ ჰოლმერი კვირის გარდა ყველა დღეს მერილენდში, თავისი ეკლესიის პარკინგზე, ხის სკამზე ზის და აღსარებას მანქანაში მსხდომი მორწმუნეებისგან იბარებს და მათ ლოცავს.
მძღოლები ფანჯრებს აღებენ და მღვდელს საკუთარი ცოდვების შესახებ უყვებიან, მამამ ჰოლმერი კი მათ ანუგეშებს. ასეთი იდეა მღვდელს გასულ კვირას, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მან ნახა თუ როგორ ატარებენ სამხრეთ კორეაში ასეთი მეთოდით სწრაფ ტესტირებას კორნავირუსზე.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აშშ-ში ეკლესიებში წირვების ჩატარება აკრძალულია.
კომენტარები