იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ იტალიაში საავადმყოფოების „არც ისე მართებულმა“ მენეჯმენტმა წვლილი შეიტანა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებაში. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
„რა თქმა უნდა, ვირუსის პროგრესს ვერ ვიწინასწარმეტყველებთ. ნათელია, რომ ადგილი ჰქონდა [ვირუსის] გავრცელებას და ის აქედან [ჩრდილოეთ იტალიიდან] გავრცელდა.
ადგილი ჰქონდა საავადმყოფოების ისეთ მენეჯმენტს, რომელიც არ იყო მთლად მართებული ამ შემთხვევებისთვის შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, რამაც, რა თქმა უნდა, წვლილი შეიტანა [ვირუსის] გავრცელებაში“, – განაცხადა კონტიმ ჩრდილოეთ იტალიაში, საავადმყოფოში ყოფნისას.
კონტის კონკრეტული ქალაქი თუ საავადმყოფო არ დაუსახელებია.
შეგახსენებთ, იტალიის მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, თუ შეამჩნევენ ვირუსის ნიშნებს, არ მივიდნენ საავადმყოფოში, არ გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა – დარეკონ სპეციალურ ცხელ ხაზზე და მათ სპეციალური ბრიგადები მიაკითხავს.
საქართველოს მთავრობა – პირიქით გვთხოვს, მიმართეთ ექიმს და მიდით კლინკებშიო, გვარიგებს.
იტალიამ დააგვიანა სპეციალური ზომების მიღება, მაგრამ – მიიღო!
სამწუხაროდ, ცუდ მაგალითზეც ვერ ვსწავლობთ.
ალია
კომენტარები