პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
ამ ისტორიაში ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბიძინამ რაც დააშავა ყველაზე მეტი და ამის გამოსწორება ძალიან ძნელი იქნება, მან დახლზე დადო ქვეყანა და დაუკავშირა თავის პირად პრობლემებს. ბიძინას ტრანზაქციებთან დააკავშირეს ქვეყანაში ომის და მშვიდობის საკითხი. ეს იყო ბიძინას ყველაზე დიდი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, მას ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ის, რომ თავისი კეთილდღეობა ქვეყნის ბედთან დააკავშირა, ეს არის ისეთი რამე, რისი პატიემაც მეც კი, რომელსაც მის მიმართ რაღაცა ადამიანური დამრჩა, მეც კი გამიჭირდება. რა გამართლება შეიძლება ამას ჰქონდეს?
ეს პატარა ბიჭ–ბუჭები ჩვენი ხელისუფლებიდან, ისინი რა მესიჯსაც მიიღებენ ტელეფონში, ისე მოიქცევიან, ივანიშვილი იაკობაშვილზე და ჯაფარიძეებზე ნამდვილად არ იდარდებს, ერთადერთი მინიშნება უჩასთან დაკავშირებითაა, ეს მას აძლევს ანალიზის განახლების საფუძველეს – ეს ნიშნავს, რომ მას კიდევ აქვს შანსი, მცირე დერეფანი დარჩენილი აქვს, რომ არ შეექმნას მის კეთილდღეობას შეუქცევადი პრობლემები, დღეს არ არის ეს პროცესი შეუქცევადი, მაგრამ ხვალ შეიძლება გახდეს. თუ ისევ იგივეს ალაპარაკებს ამ პატარა ბიჭებს, მაშინ თავის თავს დააბრალოს, ვის აშანტაჟებ, “ჭ” კლასში თამაშობ, ერთი პატარა ქვეყნის მმართველი ხარ… მაგრამ ოლიმპზე რომ ადიან უკვე ზომა–წონა აღარ ესმით, მას ჰგონია, რომ ღმერთია ნახევრად…
მე მისთვის ცუდი არ მინდა, მისი სანქცირება ქვეყნისთვისაც ცუდია. რატომ უხარია ოპოზიციას? ცოტათი ეს კაცი კეთილ საქმესაც აკეთებს, მისი ფული რატომ უნდა წავიდეს და სადღაც დაყადაღებული იყოს, რაღაცას მაინც ცოტათი ამ ქვეყანას მოხმარდება, ბევრი თუ არა.
“ტრაქტატი2” – ეს იყო ივანიშვილის ანალიზი და პროგნოზი – გია ხუხაშვილი
კომენტარები