ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი:
“ლაშა ხეთერელი შარშან ე.წ. ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით გაუშვა ციხეში.
მას პატიმრობის ვადა ამოეწურა და ცხინვალის ე.წ.ხელისუფლებამ ის ქართულ მხარეს გადმოსცა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ხელისუფლება კვლავ აგრძელებს მუშაობას სხვა ტყვეების გათავისუფლების მიზნით.
ანუ, ოკუპანტებმა შარშან კაცი დაიჭირეს, ერთი წელი მიუსაჯეს, გავიდა ერთი წელი და გამოუშვეს. ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ ეს ადამიანი მათი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად გაათავისუფლეს.
ვის ატყუებთ, ბიჭო…”
კომენტარები