ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ერთი კითხვა მაქვს პროკურატურასთან!
ვანო მერაბიშვილმა, კვესიტაძესთან გადაცემაში, პრაქტიკულად აარიდა თავი ყველა დასმულ შეკითხვას. ის იყო მომზადებული ამ ინტერვიუსთვის და ნათლად ჩანდა, რომ ზუსტად იცოდა რა პასუხები უნდა გაეცა.
საკნიდან მისი გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით საუბრისას ვანომ ხაზგასმით გამოყო მიზეზი – ჟ ვ ა ნ ი ა ს გარდაცვალებას – მკვლელობას მთხოვდნენ მეღიარებინაო…
რაში დასჭირდა მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის დღეს ერთ-ერთი მძიმე ფაქტის გახსენება? ერთ-ერთი გაუხსნელი საქმის დასახელება?
ვის მიმართა და ვის შეახსენა თავისი დუმილის დამსახურება?
მიშას?.. “პარტნიორებს”?… თანამონაწილეებს?
ვის გააგებინა, რომ ის ჯერ ისევ დუმს?…
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia – იქნებ, გადაამოწმოთ რატომ და ვინ “აბრალებდა” ვანოს ამ მკვლელობას!..”
კომენტარები