იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის სანქცირებაზე საუბრისას, ამბობს:
იმ საქმეზე, რომლის გარშემოც ატეხილი იყო აჟიოტაჟი და რომლის საფუძველზეც მოხდა ქართული მართლმსაჯულების და ქართველი მოსამართლეების დემონიზირება – ყველა ამ საქმემ გაიარა უმაღლესი სამართლებრივი კონტროლი ევროსასამართლოში – ყველა ეს საქმე დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ.
ამიტომ როცა სასამართლო სისტემა და მათ შორის მეც, როგორც რიგითი მოსამართლე, მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა ააგორა. ამის შემდეგ იქნება პასუხი იმ კითხვაზე – არის თუ არა 100 პროცენტით მართალი ქართველი მოსამართლე, როდესაც მის სანქცირებაზე ხდება საუბარი.
ნინო ქადაგიძე არ განმარტავს რა სამართლებრივი დატვირთვა აქვს მისთვის ბოდიშს, ისევე როგორც არ ხსნის, რომ მოისმინონ ბოდიში, ეს როგორ შეცვლის სანქცირებას. საქმეს კი არ უკავშირდება, მაგრამ “მადლობის” სამართლებრივი შედეგის განმარტებაც საინტერესო იქნებოდა.
გარდა ამისა, ნინო ქადაგიძე ამტკიცებს, რომ სასამართლოში კორუფცია არ არის და ამბობს, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.
კომენტარები