სავაჭრო სფეროში დასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„საუბარი არის არა სესხების სუბსიდირებაზე, არამედ გადავადებაზე. ამაზე ვისაუბრეთ ბანკებთან, გვაქვს კომუნიკაციის კარგი არხები როგორც მცირე ბიზნესთან, ასევე ინდმეწარმეებთან. ყველაფერს ავამუშავებთ, რათა კონკრეტულად ამ სფეროში ადამიანებს არანაირი პრობლემა არ ჰქონდეთ. რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას, რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს გარკვეული ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ამ შეზღუდვების არშემოღებას და ინფიცირებულთა რიცხვის უკონტროლო ზრდას უფრო დიდი ეკონომიკური ფასი ექნება. ჩვენი გათვლებით, ამ შეზღუდვების ფასი იქნება 0,7-0,8% უკვე არსებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან“, – განაცხადა გახარიამ.
კომენტარები