გირჩის წევრის იაგოს ხვიჩიას თქმით, მთავარი განსხვავება მათსა და ალეკო ელისაშვილს შორის არის ერთი ფაქტი: ელისაშვილი შევა პარლამენტში, გირჩი კი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გარეთ დარჩება:
“მცდელობა, რომ ალეკო ელისაშვილი ჩემს ერთადერთ პარტნიორად გამოაცხადოთ, არ გამოვა, თუ ერთი პარტნიორი უნდა ავირჩიო, ასეთი არ არის ელისაშვილი, ასეთი არის ნაციონალური მოძრაობა. ელისაშვილი აპირებს, მარტოც შევიდეს სპარლამენტში, მთავარი გამიჯვნა ჩვენს შორის იქნება ეს ფაქტი – ის იქნება პარლამენტში, ჩვენ ვიქნებით დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გარეთ”
ის ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა:
“ზედმეტი იყო იმ ყველაფრის იმ ფორმით თქმა და გამოხატვა, რასაც ელისაშვილი ფიქრობდა ხაზარაძეზე, ეს არ გამოიყურებოდა კარგად და არ იყო სამართლიანი ხაზარაძის წინაშე. ელისაშვილთან ერთად მუშაობას იმ ნაწილში, რომელიც ჩვენ ჩაფიქრებული გვქონდა: მისვლა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და საუბარი, არ გამოვა, იმიტომ, რომ ამ პარტიებმა ელისაშვილთან საუბარზე უარი თქვეს”
კომენტარები