ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:
“მადა ჭამაში მოდისო! ასე ემართება ერდოღანს.
მისი ამბიცია, გახდეს ანგარიშგასაწევი მხარე მსოფლიო პოლიტიკის ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბების აქტიურ, უმძიეს ფაზაში, ცოტა არ იყოს კლიმაქსიანი კაცის (მოგეხსენებათ, კაცებში ეს პროცესი ძალზედ მძიმედ მიდის) მარაზმში გადასულ ქმედებებს წააგავს.
ერდოღანისთვის, უპრიანი იქნება, სანამ კუსავით ფეხს გამოყოფს, რამოდენიმე საკითხში ჩამოყალიბდეს საკუთარ თავთან და რა თქმა უნდა, საკუთარ ქვეყანასთან, ხალხთან.
1. არის თუ არა ის- თურქეთის სახელმწიფო, ნატოს წევრი ქვეყანა? (ნატოს წესდებიდა გადახვევის და მასთან დაპირისპირების ახალ ფაქტებს არ ჩამოვთვლი, მხოლოდ ისიც კმარა, 2008 წელს ამერიკის გემები, რომელიც ჩვენს დასახმარებლად მოდიოდნენ, მერე რა, რომ პამპერსები და ოლვეისები მოჰქონდათ, 3 დღე დრეიფზე ამყოფა შავი ზღვის წყლებში)
2. არის თუ არა ყირიმი რუსეთის ნაწილი?.. ან უკრაინის კუთვნილი ტერიტორია?
თუ თურქეთის ისტორიული მხარეა და მისთვის აპირებს ბრძოლას? … რა თქმა უნდა, ბრძოლაში ვაჭრობას ვგულისხმობ!
3. ძალაშია თუ არა მისი ნეოოსმანიზმის დოქტრინის (თანამედროვე “ათას-ერთი ღამის” ) ერთ-ერთი მთავარი მუხლი აჭარასთან, კერძოდ, ბათუმთან დაკავშირებით?
და რა მეთოდებიტ აპირებს ამ მიზნისთვის ბრძოლას? (აქაც ბრძოლაში ვაჭრობას ვგულისხმობ..)
4. ვის მხარესაა რუსეთ- უკრაინის (ნატოს, აშშ-ს, ევროპის რამოდენიმე ქვეყანა) ომში? ვის მხარესაა როდესაც ბაირახტარებს აგზავნის უკრაინის ტერიტორიაზე რუსების დასახოცად? ვის მხარეს არის, როდესაც სანქციებს არ აწესებს და ათობით მილიარდიან ატომურ-ელექროსადგურს აშენებს რუსებთან ერთად. თან სად?! სარფთან ახლოს… აგერ აქ, გვრდით….
5. შეასრულა თუ არა “აზოველების”თხოვნა ჩარეულიყო მებრძოლების გადარჩენის საქმეში?… და რაო რუსეთმა?… დათანხმდა თუ გაუყენა რუსკი კარაბლის გზას გაეროს გენმდივანთან ერთად?…
ძალიან საინტერესოა ყველა ამ კიხვაზე პასუხები.
ისე, ჭამაში მადის მოსვლაზე გამახსენდა, ყველაფერი არ ითქმება ისევე, როგორც ყველაფერი არ იჭმევა…
“აპეტიტი” სერიოზულად გასაკონტროლებელი რამაა…ხომ გვახსოვს, რა დაემართა კამოს….”
კომენტარები