ვეტერანი, ჟურნალისტი ირინე გოგოსაშვილი ღარიბაშვილის წერილს ეხმიანება. შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრმა სოციალურ ქსელში სააკაშვილის შესახებ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს: „…საქართველოში ჩამოვიდა უკვე ასაკში შესული შევარდნაძე, რომლის პრეზიდენტობის დროსაც, მათ შორის „მხედრიონის“ აღვირახსნილობისა და ზღვარგადასული კორუფციის გამო, სახელმწიფო სრულიად დაკნინებული იყო.“
„აფხაზეთში 800 მხედრიონელი დაიღუპა!!!
ოჩამჩირის რაიონში რამდენჯერაც დააპირეს შტურმით შემოსვლა, იმდენჯერ დედა უტირეს მტერს ჩვენმა ბიჭებმა და მათ შორის დომინანტი, ყოველთვის მხედრიონი იყო!
მხედრიონელებმა არ იცოდნენ სიტყვა-უკან დახევა, ეგეთი გაგება ჰქონდათ და იმიტომ!!!
მხედრიონელი ომში არასდროს მიგატოვებდა, არ დაყრიდა იარაღს და არ გაიქცეოდა ბრძოლის ველიდან!!!
მხედრიონელი არ კრისობდა, როცა საკვების პრობლემა იყო-ერთ პურს მთელი შემადგენლობა ძმებივით იყოფდნენ!!!
არავისგან მსმენია სიტყვები-,, ჩვენ დავიხოცებით შენ გადაგარჩენთ, არ შეგეშინდეს,,-ო!!! ეს მხედრიონელების სიტყვებია, გაგრის დაცემამდე რამდენიმე საათით ადრე!!!
,,ძმებოო, მოდი პირველი მე შევალ ამ ბილიკზე დანაღმული არ იყოს….შევიდა და აფეთქდა!!! 60 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა!!!ვალერი გელაშვილი მხედრიონელი იყო!!!
არასოდეს შემშინებია მათთან ერთად ბრძოლაში შესვლა, იმიტომ რომ ვიცოდი ბოლომდე გავიდოდნენ, დავალებას შეასრულებდნენ და დაღლასაც ვერ იგრძნობდნენ!!!
ვის მოიხსენიებ შენ აუგად ვის?
იმ ადამიანებს ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საკუთარი სიცოცხლე ანაცვალაა?
ვინც სამშობლოს გულისთვის დააობლა შვილები, დააქვრივა მეუღლე, სიცოცხლეშივე სასიკვდილოდ გასწირა მშობლები, დები, ძმები, მეგობრებიი?
როგორ ბედავ ამას, როგორ?!
და შენ ვინც ამას ბედავ, რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, მიპასუხე აბაააა?!
ბიუჯეტიდან აღებული ფულით ვენოკს რომ მიიტან მათ სახელ -გვარებთნ ,თავს რომ ჩაქინდრავ ეგ არის სამშობლოსთვის მსახურების უმაღლესი გამოვლინებაა?!!
ქვეყნის პრემიერი რომ გქვია, ცოტა სიტყვები რომ მოზომო ვერაააა?
აღვირახსნილი და ზღვარგადასული კორუფცია თქვენსკენ მოიკითხეთ.,….
უუუჰ, ძალიან გავბრაზდი, ძალიან……“
კომენტარები