არქიტექტორი, ურბანისტი ირაკლი ჟვანია, ავრცელებს ფოტოებს და წერს:
აი რა საჭირო იყო ამ ბეტონის სარკოფაგების ამოშენება ფილარმონიის წინ და ვის მოუვიდა თავში აზრად ეს უვიცობა? იმ პერიოდის მოდერნისტულ არქიტექტურაში გახსნილი და შემოუღობავი სივრცე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი. შენობა ტერიტორიის სიღრმეში დაიდგა და მის წინ დარჩა ღია მოედანი, რომელიც როგორც სივრცე საჭირო იყო მთელი შენობის ფორმის და სიმსუბუქის ვიზუალურად აღსაქმელად.ახლა ტროტუარის მხრიდან საერთოდ აღარ ჩანს შენობის პირველი სართული და არ აღიქმება ერთიანობაში.თუ აქ რამის შეცვლა შეიძლებოდა, ალბათ ტროტუარის მხარესაც გახსნილი კიბეების და პანდუსის ტერასებად მოწყობა, და არა დაბალ კედელზე კიდევ მეტის დამატება რითაც ჩაიკეტა სივრცე და შეიზღუდა შენობის პერცეპცია.ფილარმონია ძეგლია და ის მოიცავს მის წინ მდებარე მოედანსაც, ორივე ერთიანად დაპროექტდა და ერთი მთლიანია. კანონი ითვალისწინებს მის უცვლელობასაც და ვიზუალური დაცვის პრინციპებსაც. აქ რამის შეცვლას შესაბამისი სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა ჭირდებოდა და ღია არქიტექტურული კონკურსი.
კომენტარები