მწერალი, ლუკა ბაქანიძე, გვერდზე Lukrecio Bakanidze, წერს:
“ამასობაში ის დროც დადგა, როდესაც გაჩუმება, რეაქციის არქონა, ავტომატურად ნიშნავს კაპიტულაციას რუსული რეჟიმის წინაშე. ასევე: ყოველი ადამიანი, ვინც თვლის, რომ მიმდინარე მოვლენები, ქვეყნის რუსეთიზაცია, მას არ ეხება, ანდაც პირადი კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნია, პოტენციური რუსეთუმეა. ვის რა ჩემყლედ უნდა რაიმე ცივილურ გაერთიანებაში თუ კავშირებში ერი, რომელსაც საკუთარ სამშობლოზე ზრუნვა არ შეუძლია. უპასუხისმგებლო საზოგადოება არავის არაფერში ჭირდება. ჭირდება მხოლოდ ერთ მუჭა მედროვე ნაძირლებს, ვისი სახითაც დღესდღეობით საქართველოს ხელისუფლებაა წარმოდგენილი. ლაზარე გრიგორიადისი, კინოცენტრი, მაღაროელები, კორუფციული სასამართლო და ა.შ. და ა.შ. – ეს პატარ-პატარა საპროტესტო კერები სანამ ერთ ლოგიკურ კვანძად არ შეიკვრება, ერთ მთავარ მისიად არ იქცევა, არ გამოვა არაფერი. და ეს უმთავრესი მისიაა დღევანდელი ავტოკრატიული სახელისუფლებო რეჟიმის მართვის სადავეებიდან მოცილება… პატივისცემით – ლუკა ბაქანიძე, მეთევზე.”
კომენტარები