ერთანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ნინო კვიტაიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
„რა და რატომ კეთდება, რატომაა ახლა აქტუალური ესა თუ ის თემა, ნაცვლად განათლების ხარისხისა, მხოლოდ წულუკიანი თუ უწყის, როგორც ჩანს
კერძო სკოლის მოსწავლეს გადაუხდელობის გამო შეუწყდება სტატუსი, შესაბამისად, ცვლილებით ზოგადი განათლების შესახებ კანონში – მოსწავლეს სხვა სკოლა ვერ მიიღებს, ვიდრე მისი მშობელი დავალიანებას არ დაფარავს და აღდგება მოსწავლის სტატუსი.
ამავდროულად, კონსტიტუციით გარანტირებულია საბაზო განათლების ვალდებულებაც და ხელმისაწვდომობაც.
ამოცანა გვეკითხება: სად არის ბავშვი ამ გადაწყვეტილებაში? ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ნაცვლად … რასაც ვიღებთ ვხედავთ!“
ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების თანხმად, კერძო სკოლის მოსწავლეს გადაუხდელობის გამო სტატუსი შეუწყდება, ამასთან, მოსწავლე ვერ გააგრძელებს სხვა სკოლაში სწავლას, ვიდრე მშობლის მიერ არ იქნება დავალიანება დაფარული და არ აღდგება მოსწავლის სტატუსი.
კომენტარები