დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ფეისბუქლაივის მეშვეობით ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს:
კვირას არის აღდგომის დღესასწაული, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვზეიმობთ. იცით, რომ ბევრი კითხვა შემოდის, ამ საკითხზე, თუ როგორ უნდა აღინიშნოს წელს. არაფერი დასამალი არ არის, მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კონსულტაციები ეკლესიასთან.
ეს ორი კვირა, ვნების და ბრწყინვალე შვიდეულის იქნება რთული. მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება და ეს არ არის ადვილად სამართავი ვირუსი. უნდა ავარიდოთ თავ თავყრილობას ოჯახში, ეკლესიაში, სასაფლაოზე.
კონსულტაციები მიმდინარეობდა მღვდელმთავრების ჩართულობით და მიმდინარეობს, პირდაპირ გეტყვით, რა არის დასამალი, მაღალ სასულიერო პირებთან იყო შეხვედრები და გამოიძებნება ოქროს შუალედი, არ მიაყენებს ზიანს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არ იქნება ხელშემწყობი ქვეყანაში ფართომაშტაბიანი ეპიდემიის დაწყების. დავიცვათ რეკომენდაციები, რომ არ მივიღოთ ათასობით ინფიცირებული.
ყველას გვინდა თუნდაც სასაფლაოზე გასვლა, კვერცხის გადაგორება, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ, ერთი ადამიანი გავიდეს ოჯახიდან და ისიც კარანტინის შემდეგ.
დავიცვათ რეკომენდაციები, ნაკლები თავყრილობა სახლში, ნაკლები დრო ეკლესიაში, ნაკლები დრო სასაფლაოზე!
სოციალური დისტანციის შემდეგ, ტესტირება ერთ-ერთი მთავარია. ტესტების მარაგი ამ ეტაპზე, საკმარისია, ხვალ, ზეგ, მაზეგ შეივსება ტესტების რაოდენობა, რათა მასობროივად ჩატარდეს ტესტირება.
დღეს, ვისაც ეკუთვნის ალგორითმის მიხედვით ტესტირება – უარი არ თქმულა.
მაგრამ როცა ვსაუბრობთ გაფართოებულ ტესტირებაზე, ჩვენ გვჭირდება მეტი ლაბორატორია და თუ ამჯერად 5 ლაბორატორია აწარმოებს ამ კვლევას ავალთ 15 ლაბორატორიამდე.
კომენტარები