ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
„მეგობრებო, ბიძინას თავისი ფულის გადარჩენა რომ უნდა, ეს მხოლოდ უმცირესი ფრაგმენტია დიდ სურათში. ნუ წამოეგებით ამ მაიმუნობას. იმედია, არც არავინ წამოეგება – არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ.
კრემლი ივანიშვილის ხელით ახორციელებს საქართველოს რუსეთში შეთრევის სპეცოპერაციას. ახლა ამბობს, მომეცით ჩემი ფული, არ დამასანქციროთო. ოფშორების კანონიც შემოაგდო. ცხადია, უნდა ეგ ფული. ფიქრობს, რომ ფულიც მას დარჩება და თან გაასმაგებულად ეცდება საქმის ბოლომდე მიყვანას. მისი ვალდებულება მხოლოდ პუტინის წინაშე არსებობს. პუტინს არ აღელვებს ეგ ფული – მაგ ფულით თუ მაგ ფულის გარეშე ბიძინას დავალება აქვს შესასრულებელი. ასე რომ, ეს საკითხი საერთოდ არაფერს ცვლის ზოგად სურათში, მით უმეტეს ჩვენთვის.
ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას. პუტინს სულ ფეხებზე ჰკიდია ის ქონება, რის წამოღებასაც ბიძინა ცდილობს. პუტინს საქართველოს დათრევა უნდა.
როდის დაიწყო ნერვიულობა ფულზე ? როცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პუტინის მორჩილება დაუფარავად დაამტკიცა. 2022 წლის 24 თებერვალი ის წერტილია, როცა ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა და ყველამ, ვისაც არ სჯეროდა ბოლომდე, დაინახა, რომ რუსის კაცია. თავადვე დაიწყო ღელვა, საერთოდ არავის უხსენებია მისი ფული დასავლეთში, მაგრამ იცოდა, ამ წერტილამდე მოაღწევდა – იმიტომ, რომ ქვეყანა აქვს ჩასაბარებელი მტრისთვის. იქამდე რატომ არ ღელავდა ? 2022 წლის 24 თებერვლიდან რატომ დაეწყო ეს შიში – იმიტომ, რომ დიქტატურა აქვს დასამყარებელი და საქართველო აქვს მისართმევი პუტინისთვის. იქამდე მშვიდად იყო. ამიტომ მოიგონეს ზღაპრები მეორე ფრონტზე.
ასე რომ, ნუ მოატყუებინებთ თავს. ბიძინა არის რუსეთი. ვისა აქვს ილუზია, რომ ბიძინას ფულისთვის ხდება ეს ამბავი ?! უზარმაზარი პროცესია – მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობაა.
სანქციებით თუ სანქციების გარეშე ივანიშვილი წარმოადგენს რუსულ რეჟიმს. მისი ერთადერთი გზა რუსეთია. ის მოსაშორებელია. დაუღალავი პროტესტით უნდა დავდოთ ბეჭებზე პუტინის ადგილობრივი რეჟიმი.
არ მოტყუვდეთ.“
კომენტარები