სპორტული ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი:
“სანამ ვარლამ ლიპარტელიანის წასვლით ზოგი დამწუხრებული და ზოგი გახარებული ხართ, არ დაგავიწყდეთ, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად წოდებული მესი, არგენტინის ნაკრებიდან სამჯერ წავიდა და დაბრუნდა, ნაკრებთან ერთად კი მხოლოდ კოპა ამერიკა მოიგო წელს!
ისიც მაკვირვებს, ასე როგორ ემშვიდობებით? მადლობა და ნახვამდის??
მესმის, უდიდესი იმედგაცრუება აქვს, მაგრამ ზუსტად ჩვენ უნდა მივცეთ ძალა, დარჩეს და ის ორი სანუკვარი ოცნება აიხდინოს, რომელიც ახლოსაა თანაც!
ვისაც გინდათ, ისეთი ლიპო გახსოვდეთ უკანასკნელად, როგორიც დღეს იყო, გამოდით, დაგითვლით!
მე არც მაგასთან ვაპირებ შეგუებას და არც დღევანდელი დღით კაპიტნის გაცილებას!”
კომენტარები