ვისაც ჰგონია, რომ ეკლესიაში სიარული არ შეიძლება, ბელადს მიაკითხონ მავზოლეუმში – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მეუფე მიიჩნევს, რომ ზოგიერთმა პარტიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი მხოლოდ იმიტომ დაუჭირეს, რომ ეკლესიები დაეხურათ.
„არასერიოზული საუბრები მიდის, ჩვენ რა ვინმეს დავასნებოვნებთ? ამდენი ჟურნალისტი რომ დგახართ ერთად რამე დისტანციას იცავთ? – არ იცავთ. ტყუილად იბრძოლებენ ეს ადამიანები ეკლესიასთან და ვერაფერს მიიღებენ. მესმის, რომ სახელმწიფო მართლა ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და მივესალმები.თუ კომენდანტის საათი იქნება საჭირო, უარს რატომ ვიტყვით?! მაგრამ ბევრმა პარტიამ ხმა მისცა იმისთვის, რომ ეკლესიას აკრძალვები შეხებოდა. მე ვფიქრობ, ჩვეულებრივი…. მაგათ უყვართ ხოლმე თქმა IQ აქვთ, IQ აკლიათ. ყველას აკლია. რითი უნდა გავაჩეროთ, მოდის ხალხი. პატრული შემოვიყვანოთ მაგის გამო? იყო მოსული, მოვიდა და წავიდა. არ არის მისი საქმე აქ. თუ ლოცვაზე მოვა, მოვიდეს, სახელმწიფოს მაგას არ გავაკონტროლებინებთ.
სახელმწიფომ დააწესა საგანგებო მდგომარეობა. ეს ჩვეულებრივ მივიღე. მაცხოვართან რომ მივიდნენ და გადასახადი მოსთხოვეს „კეისარს კეისრისაო” – თქვა. მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ „ღმერთს ღვთისა”. მოდის ხალხი. ჩემთან თუ 1000 კაცი მოვიდა, ვინც არ უნდა მითხრას, 10 მოვიდეს მეტი არაო, ან 20 და 70, იმას ვეტყვი ღმერთთან მოსულ ადამიანს, წავიდი? მრევლი დღეს კარგად იდგა.
ეს პერიოდი ეკლესიას უკვე გავლილი აქვს, წინა საუკუნეშიც გაუვლია. ვისაც ჰგონია, რომ ეკლესიაში სიარული არ შეიძლება, 21-ში თუ მოხსნიან (საგანგებო მდგომარეობას) 22-ში წავიდნენ და ბელადს მიაკითხონ მავზოლეუმში პარტიებმა”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
კომენტარები