ბერა ივანიშვილი “ტვ იმედთან” ამბობს:
“მინდა მივმართო დამკვეთებს, შემსრულებლებს, ვინც 10-12 წლის გოგოებს აშინებდა, ამ ადამიანებმა არ იციან დედის სიყვარული, წარმოუდგენელია იცოდეს ადამიანმა დედიკოს სიყვარული, ოჯახის ფასი და სხვა ადამიანის დედას ეხებოდნენ, არა მარტო ჩემი, ნებისმიერი ადამიანის დედას და ოჯახის სასტიკი სიტყვებით მოხსენიებდეს… მერე თუ ჩემმა ძმაკაცმა პასუხი გასცა, ის უკვე დამნაშავეა, ტერორის მონაწილეა… მით უმეტეს, რომ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი სხვა სიმაღლეზეა. ვისაც მისი დედიკო არ უყვარს, ის უბრალოდ საცოდავი ადამიანია.
რაც შეეხება ჩემ გულშემატკივრებს, ნერვებს გაუფრთხილდნენ, ის კლავიატურას ამოფარებული აგრესორები არ ღირან მათი ნერვების ფასად. სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ყველაფერს იზამს რომ მწყობრიდან გამოგვიყვანოს. შეეხებიან ყველაზე მტკივნეულ, სენსიტიურ, მტკივნეულ თემებს, რომ ჩაგვითრიონ პროვოკაციაში. ჩვენ ორმაგი თავშეკავებულობა გვმართებს, მაგრამ ეს სათქმელად ბევრად ადვილია, ვიდრე შესასრულებლად, როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, მეჯვარე ამიკო, ჩემ დედიკოზე ინტერნეტში საზიზღრობებს კითხულობს და პასუხს სცემს, მე კი არ გავამტყუნებ, მეც იგივეს ვიზამ მის დედაზე რომ წავიკითხო მსგავსი სიტყვები და როგორ შეიძლება ჩემი ძმაკაცი გავამტყუნო?”
კომენტარები