გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამა ითხოვს ცხედრისთვის დნმ-ს ანალიზს, რადგან ეჭვობს, რომ შესაძლოა ეს მისი ქალიშვილის ცხედარი არ იყო. ამის გადასამოწმებლად დავუკავშირდით გარდაცვლილი გოგონას დედას, თეონა თამაზაშვილს.
“რაღაც გაუგებრობაა, მსგავსი არაფერი უთქვამს ჩემს მეუღლეს. ათასი ინფორმაცია ვრცელდება, ვისაც რა უნდა, იმას წერს და აქვეყნებს. ასე რომ, ეს არაა სიმართლე!”
წყარო: ambebi.ge
კომენტარები