ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი არ ფიქრობს, რომ მაღალი სასულიერო იერარქიის პირების დასწრება მმრთველი პარტიის საარჩევნო წარდგენებზე წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვაა:
“როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ ასევე ვიქნებით მასთან. ვისაც კი თბილი დამოკიდებულება ექნება ეკლესიასთან, აუცილებლად გავხდებით მათი მხარდამჭერები. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ჯერ არ მოსულა მთავრობაში და უკვე მტრული დამოკიდებულება აქვთ ეკლესიისადმი. სად მივიდეთ და როგორ მივიდეთ, არავისი შესაკითხი არ გვჭირს”
ცნობისთვის, მეუფე ანტონი თავადაც დაესწრო ვანში “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენას.
კომენტარები