საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ სახალხლო დამცველი ნინო ლომჯარია მას “ერჩის”. მინისტრის თქმით, არ იცის ზუსტად ვის, მაგრამ აქვს ვარაუდი, რომ ომბუდსმენი მას “ვინმეს დავალებით ან რჩევით ერჩის”.
მისივე თქმით, როდესაც მიხვდება, ვინ შეიძლება “ავალებდეს” ლომჯარიას ამას, მაშინვე იტყვის. ამის შესახებ მან PosTV-ს ეთერში ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე, უშვებს თუ არა ფაქტს, რომ ლომჯარია პარტიულად ანგაჟირებულია, წულუკიანი პასუხობს:
“არ არის აუცილებელი პარტიულად. არ ვიცი, მე მაქვს ეჭვი”.
კომენტარები