საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი „პალიტრანიუსთან”, საქართველოს მთავრობის მიერ, უკრაინასთან მიმართებაში მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას, ამბობს:
„მთავარი კითხვა რეზოლუციასთან მიმარებით არის, საქართველოს ხელისუფლებას ჰყოფნის თუ არა გამბედაობა, რომ საკუთარი თავი მიაკუთვნოს რომელიმე ბანაკს, სადაც ჩვენი ბუნებრივი ადგილია. მაშინ, როდესაც ომია, ომში არსებობენ მტრები ანუ მოწინააღმედეგეები და მოკავშირეები. ვისი მოკავშირეები ვართ ჩვენ, ამ რეზოლუციაში ეს უნდა ჩანდეს, ამ რეზოლუციაში ეს არ იკითხება. პრევენციას ახდენს რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლება ომის, რომლის ინიციატორიც არ იცის, ვინ არის და ეს არის კატასტროფა.
მე მგონია, რომ არის ნაწილი ადამიანებისა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ იწყებს მოქმედებას, როდესაც გამოიწვევენ, არადა სინამდვილეში აბსოლუტური, მრავალჯერ დადასტურებული ფაქტია, რომ არაფერი მსგავსი რუსეთს არ სჭირდება და ამის საუკეთესო მაგალითია სწორედ უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ანუ იმ მომენტამდე, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა, ოფიციალურად არც ერთხელ არ ჰქონდა გაცხადებული ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ. თუ ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც აღიზიანებს თურმე რუსეთს, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუგებარია უკრაინის ამბები.”
კომენტარები