შოუმენი ნიკა ქავთარაძე:
,,ზოგადად ოჯახური ძალადობა, მითუმეტეს ფიზიკური, ბავშვობიდან მეზიზღებოდა.
არასდროს არ მესმოდა ეგეთი წყვილების, რომლებიც ერთმანეთს ხოცავდნენ.
ვისი ცემაც და მითუმეტეს მოკვლაც გინდა ადამიანს, რა ჯანდაბად გინდა ეგეთ ადამიანთან ყოფნა.
სანამ ვუთმენ ვუთმენ და როცა ვხვდები, რომ ამის მოთმენა შეუძლებელია – გევერიდები.
ასე ვიყავი ყველასთან და ასე ვარ ახლაც.
ამიტომ არანაირი, არანაირი ლოიალობა არ გამაჩნია მოძალადის მიმართ.
ერთადერთი, რის გამოც კონკრეტულ ფაქტებზე არ ვწერ პოსტებს ისაა, რომ არავინ იცის იმ წყვილის დამოკიდებულება კონკრეტულ ქცევებზე, კონკრეტულ დროს.
კონტექსტი – ძაან მნიშვნელოვანი რამეა.”
კომენტარები