ქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში გიგი უგულავას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა, მან ეს პროცესი, როგორც დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა, ისე შეაფასა და ყოფილ თანაგუნდელებს პარტიის დატოვებისაკენ მოუწოდა.”შეიძლება ოცნებაში კიდევ არიან ადამიანები ვისთან ერთადაც 2012 წლამდე დემოკრატიისთვის ვიბრძოდით, მინდა მათ მივმართო, აუცილებლად ჩამოშორდნენ. არ გჭირდებათ სოფლის დიქტატურის გაფორმებაში მონაწილეობა!” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით ის არ აპირებს მოვლენების გვერდიდან ყურებას და აპირებს გამოვიდეს კომფორტის ზონიდან. ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ეს ბუნებრივია:”მე ვეღარ ვხედავ ვერც ჩემი თავისთვის, ვერც სხვა ადამიანებისთვის იმ კომფორტს, რომ გვერდიდან ვუყუროთ ამ მოვლენებს…”
როგორც ჩვენთვის კულუარულად გახდა ცნობილი, გიორგი მარგველაშვილს უკვე აქვს მოლაპარაკებები გიორგი კვირიკაშვილთან, ეკა ბესელიასთან და ირაკლი ალასანიასთან!
კომენტარები