ქართული ოცნების წევრის ირმა ზავრადაშვილის თქმით, საბავშვო ბაღები არაა საჭირო ყველა ბავშვისთვის უფასო იყოს და ეს მშობლების შემოსავლებზე უნდა იყოს მიბმული.
“ყველაფერს სჭირდება ბიუჯეტი. მე ვსვამ კითხვას, რატომ არ ხდება დიფერენცირება, რომ საბავშვო ბაღში ყველა ბავშვის აღზრდისა და ყოფნის პროცესი არ იყოს უფასო და რატომ არ არის ეს მშობლების შემოსავლებზე მიბმული? რატომ ხდება, რომ ჩემი შვილიც და სოციალურად დაუცველი ადამიანის შვილიც ერთდროულად უნდა სარგებლობდეს ბიუჯეტიდან? ხომ შეიძლება რაღაც ფორმის დიფერენცირება გაკეთდეს, უფასო საბავშვო ბაღი ძალიან კარგია, მაგრამ, როდესაც ასეთი ვითარება გვაქვს, ანტიკრიზისული ბიუჯეტი გვაქვს და აღდგენითი ბიუჯეტი, რატომ არ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ დამატებითი შემოსავლები არსებობდეს”
“ალია” შეგახსენებთ, ქალაქში უამრავი კერძო ბაღია და მათი რიცხვი ყოველ დღე იზრდება, სწორედ იმიტომ, რომ მათ ჰყავთ მომხმარებელი. შესაბამისად, მათ ვისაც აქვს საშუალება, ისედაც დაჰყავთ ბავშვები კერძო, ფასიან ბავშვთა სახლში და დამატებითი შემოსავლების პოვნის იმედი სახელმწიფო საბავშვო ბაღებში არ უნდა ჰქონდეს “ოცნების” დეპუტატს.
კომენტარები